გოლი საგოლე პასის შემდეგ - ლევან შენგელიამ ლიდერ „პანათინაიკოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი საგოლე პასის შემდეგ - ლევან შენგელიამ ლიდერ „პანათინაიკოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიამ შესანიშნავი გოლი გაუტანა ბერძნული ფეხბურთის გრანდსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერს, „პანათინაიკოსს“, მაგრამ აგრინიონისპანეტოლიკოსმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და 1:2 დამარცხდა.

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ქართველმა შემტევმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა – წინა ტურში „პანსერაიკოსთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი 90+2-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა.

საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურის მატჩი ქართველის გუნდმა ათენში, გასვლაზე ჩაატარა. „პანათინაიკოსი“ სლოვენიელმა თავდამსხმელმა, ანდრაზ სპორარმა 51-ე წუთზე დააწინაურა, მანვე 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

17 ტურის შემდეგ „პანეტოლიკოსმა“ 14 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა.