გოლი პრინციპულ მატჩში - აბუაშვილმა „ბენფიკას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი პრინციპულ მატჩში - აბუაშვილმა „ბენფიკას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიგი აბუაშვილმა პორტუგალიაში მორიგი გოლი გაიტანა და „პორტოს“ 19-წლამდელთა გუნდს ლიდერთან მატჩის მოგებაში დაეხმარა.

პორტუგალიის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ჯგუფში, სადაც 8 გუნდი თამაშობს, მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. „პორტუმ“გათამაშების ლიდერს, „ბენფიკას“ უმასპინძლა. 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, აბუაშვილმა თანაგუნდელისგან ბურთი საჯარიმოში მიიღო და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა 3:2.

„პორტუს“ 19-წლამდელებმა 14 ქულა დააგროვეს, „ბენფიკასთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს და მეორე ადგილზე აინაცვლეს. გუნდს პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს, რადგან ფინალური ჯგუფის მეორე წრე ახლა დაიწყო.

გიგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, პორტუგალიურ გრანდში 2021 წელს ჩაირიცხა. 18 წლის ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და მარტში ელიტ-რაუნდის მატჩები ითამაშა.