გოლი პლუს ასისტი – გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სპეცია“ დაამარცხა #1TVSPORT

21:30, 15.02.2026

გიორგიო კვერნაძემ იტალიის სერია B-ში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ფროზინონეს“ გასვლაზე „სპეციას“ დამარცხებაში დაეხმარა 2:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90+1 წუთი ითამაშა და 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე კვერნაძის პასით ფარეს გედიემესმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

იტალიის სერია B-ში გამართული 25 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 52 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი კვერნაძემ პირადი ანგარიში 5 გოლამდე (პლუს 4 ასისტი) გაზარდა.

მსგავსი