გოლი და საგოლე გადაცემა - დარცმელიამ ავსტრალიაში ანგარიში გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი და საგოლე გადაცემა - დარცმელიამ ავსტრალიაში ანგარიში გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა დარცმელიამ ავსტრალიაში საგოლე ანგარიში გახსნა და „ნიუკასლ ჯეთსს“ ჩემპიონატის მატჩში „ველინგტონ პენიქსთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.

A-ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ნიუკასლელებმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს – ძირითად შემადგენლობაში არ იყო გუნდის ორი „ბ“ ფაქტორი, როგორც მათ ავსტრალიელებმა უწოდეს – ბექა დარცმელია სასტარტოში იყო და 64 წუთი ითამაშა, ხოლო ბექა მიქელთაძემ დაისვენა.

ბექა დარცმელია „ნიუკასლ ჯეთსის“ გმირი გახდა. მეოთხე წუთზე მან საგოლე შეტევა განავითარა, რომელიც ჯეიმს მაკგარიმ მშვენიერი დრიბლინგით და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ხოლო მე-16 წუთზე მეტოქის კარი თავად ბექამ აიღო. დარცმელიამ შორიდან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

მართალია, 39-ე წუთზე „ველინგტონის“ მოთამაშე სხვაობა ბოჟიდარ კრაევმა შეამცირა, მაგრამ მასპინძლების ორბურთიანი უპირატესობა ტრენტ ბუაგიარმა 44-ე წუთზე აღადგინა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „ნიუკასლ ჯეთსმა“ 3:1 მოიგო და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა, ერთი მატჩი კი მარაგში აქვს.