გოლი და ასისტი „სუმგაითთან“ - ვოლკოვი მატჩის გმირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრის გმირი გახდა – „საბაჰი“ „სუმგაითს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „საბაჰის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ვოლკოვმა 44-ე წუთზე საჯარიმოში განვითარებული სწრაფი შეტევა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 45+1-ე წუთზე მისი გადაცემით სტუმართა უპირატესობა კრისტიან და სილვა ფილიმ გაზარდა.
ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და ათი გოლით ბომბარდირთა დავაში შვიდ საუკეთესო მეგოლეს შორისაა.
ბოლო სამ შეხვედრაში ვოლკოვმა ანგარიშზე სამი გოლი ჩაიწერა. „საბაჰი“ კი 80 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.