გოლი ბოლო წუთზე - „დინამო“ „ვისლასთან“ დამარცხდა
გოლი ბოლო წუთზე - „დინამო“ „ვისლასთან“ დამარცხდა

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ისევ დამარცხდა.

ამჯერად, საქართველოს ჩემპიონი კრაკოვის „ვისლას” დაუპირისპირდა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. წინა შეხვედრის მსგავსად, თბილისელები ისევ 2:3 დამარცხდნენ.

თბილისელებიდან გოლები კაპანაძემ (პენალტით) და მექვაბიშვილმა გაიტანეს, ხოლო „ვისლადან” – ბუკსამ, ბლაშიკოვსკიმ (პენალტით) და სილვამ გამოიჩინეს. პოლონელებმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს.

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი ტესტ მატჩი რუმინულ „ვოლუნტართან“ 1:3 დათმეს, ხოლო მეორე სპარინგში ბულგარულ „არდასთან“ 2:3.