გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ყაზაიშვილი „ულსანს“ ჩინელებთან მოგებაში დაეხმარა #1TVSPORT
გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ყაზაიშვილი „ულსანს“ ჩინელებთან მოგებაში დაეხმარა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა.

29 წლის ქართველის ფეხბურთელის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ჩინურ „გუანჯოუს“ მალაიზიაში შეხვდა, სადაც ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს და უშანსოდ დაამარცხა. ვაკო სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ულსანი“ 0:2-ს იგებდა.

ყაზაიშვილმა შესვლიდან ერთ წუთში ჩინური გუნდის კარი აიღო. სამხრეთკორეელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს, „ულსანმა“ 0:5 გაიმარჯვა და ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურდა. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ულსანი“ შემდეგ შეხვედრას 27 აპრილს ჩაატარებს და საკუთარ სტადიონზე იაპონურ „კავასაკის“ დაუპირისპირდება.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შემტევმა 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო კორეის ჩემპიონატში 8 შეხვედრაში თავი ორი გოლით და ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.