გოლების წვიმა ბათუმში - კვარაცხელიამ გოლს ასისტი დაუმატა, დავითაშვილმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გოლების წვიმა ბათუმში - კვარაცხელიამ გოლს ასისტი დაუმატა, დავითაშვილმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT

გასულ სეზონში „აჭარაბეთარენაზე“ ბათუმის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა აჭარლებმა 7:3 მოიგეს. ამჯერად, უხვგოლიანობის რეკორდი ვერ გაიმეორეს, მაგრამ ბათუმელებმა ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „ლოკომოტივს“ კვლავ 7 გოლი გაუტანეს, გულშემატკივრებმა კი ერთმანეთზე უკეთესი გოლები იხილეს.

გოლების წვიმა ზურიკო დავითაშვილსგან დაიწყო, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ გოლები გაიტანა, მან „აჭარბეთარენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. დავითაშვილმა საჯარიმოში ორ მცველს თავბრუ დაახვია და შორეულ კუთხეში დარტყმით ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

ჩემპიონატის ბოლოადგილოსანმალოკომოტივმა“ 3 წუთში ანგარიში გაათანაბრა. სტუმართა მცველმა, გიორგი ქველაძემ უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1. ამის შემდეგ მატჩი ცალკარას დაემსგავსა. ჯაბა ჯიღაურმა დუბლი (23, 33) შეასრულა. მეორე გოლი კი დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა. ასევე შორეული დარტყმით მორიგი გოლი ანგარიშზე ხვიჩა კვაარცხელიამ (31) ჩაიწერა. სადებიუტო გოლი ქველაძის შემდეგ „ლოკომოტივის“ 20 წლის თავდამსხმელმა, გიორგი ომარაშვილმაც ჩაიწერა ანგარიშზე და ბათუმელებმა ტაიმი 4:2 მოიგეს.

შესვენების შემდეგ „დინამო“ არ გაჩერებულა და სტუმართა კარი კიდევ სამჯერ აიღო. 49-ე წუთზე მილან რადინმა სხვაობა გაზარდა. ათ წუთში ბოლო იმედის ჯარიმისთვის „ლოკომოტივის“ მცველი ბექა ხარაიშვილი გააძევეს და სტუმრები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. 76-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც თორნიკე გაფრინდაშვილმა ისარგებლა და ვარდნაში ულამაზესი გოლი გაიტანა. 82-ე წუთზე დავითაშვილმა არანაკლებ ეფექტური დარტყმით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 7:2 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ.

14 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 31 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისთან“ (26) და წყალტუბოს „სამგურალთან“ (26) სხვაობა საგრძნობლად გაზარდა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. სამწუხაროდ, „ლოკომოტივი“ ანტირეკორდს ამყარებს და 14 ტურის შემდეგ კვლავ უქულოდაა.

დატოვე კომენტარი