გოლები ბერლინში მიმდინარე ლეგენდათა ტურნირიდან, რომელშიც „დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ დაამარცხა [ვიდეო]

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) მიმდინარეობს, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

„დინამო თბილისმა“ პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. თბილისელებმა ლევერკუზენის „ბაიერი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს. აღნიშნულ ვიდეოში სწორედ ამ თამაშის გოლებს გთავაზობთ.

ამასთან, ლეგენდათა ტურნირზე „დინამო თბილისი“ მეორე ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა. „დინამო თბილისიდან“ გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ, დედაქალაქურ გუნდს სამი ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე „შალკე 04“-ის წინააღმდეგ გამართავს.