გოლდინის აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად უნიკალური ბარათი გაიყიდა, რომელზეც კობი ბრაიანტია გამოსახული #1TVSPORT
გოლდინის აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად უნიკალური ბარათი გაიყიდა, რომელზეც კობი ბრაიანტია გამოსახული #1TVSPORT

გოლდინის აუქციონზე გაიყიდა ბარათი, რომელზეც ახალგაზრდა კობი ბრაიანტია გამოსახული. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბარათი გახდა ისტორიაში. ონლაინ აუქციონზე მასში 1 795 000 დოლარი გადაიხადეს. ასეთი ბარათი სულ 2 არსებობს. მასზე 1996-97 წლების სეზონზე მოთამაშე კობი ბრაიანტია აღბეჭდილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Goldin Auctions (@goldinauctions)

მიუხედავად სიძველისა, ბარათი მყიდველს იდეალურ ფორმაში გადაეცა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა. ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ იმ ბარათების ფასმა, რომელზეც ლეგენდარული კალათბურთელია გამოსახული, თითქმის 600%-ით მოიმატა, თუმცა ზემოთ ნახსენები ბარათი მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

თანხა მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა რეკორდული არ არის. ყველაზე ძვირადღირებული ბარათი, რომელზეც კალათბურთელია გამოსახული, ლებრონ ჯეიმსის ახალგაზრდობაში დაბეჭდილი ბარათია, რომელზეც 2003 წელს მოთამაშე ლებრონია გამოსახული. მასში 1 845 000 დოლარი გადაიხადეს.

როგორც გაირკვა, ყველაზე ძვირადღირებული მაინც ბეისბოლისტთა ბარათებია. მაიკ ტრაუტის ბარათი 3 900 000 დოლარად გაიყიდა, მიკი მენტლის 5 200 000-ად.