გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მერვედ მოიგო - ვესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი
გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მერვედ მოიგო - ვესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი

ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა „გოლდენ სტეიტ უორიორზი“. მოქმედმა ჩემპიონმა დღეს დილით „ვაშინგტონ ვიზარდსი“ სტუმრად დაამარცხა. სტივ კერის გუნდმა მეტოქეს ანგარიშით 126-118 მოუგო. სტუმრებს სტეფ კარიმ ულიდერა 38 ქულით. ოკლენდელებმა ზედიზედ მერვე თამაში მოიგეს და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. მომდევნო შეხვედრას „უორიორზი“ „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ, „თი დი გარდენში“ გამართავს.


რასელ ვესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა და „ოკლაჰომამ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „თანდერმა” საკუთარ მოედანზე, ნიუ ორლეანს „პელიკანსს“ 122-116 აჯობა. ვესტბრუკის მონაგარმა კი 23 ქულა, 17 მოხსნა და 16 პასი შეადგინა. ორმაგი დუბლი გაიფორმა პოლ ჯორჯმა – 23 ქულა 11 მოხსნა. ოკლაჰომამ ზედიზედ მეოთხე დაპირისპირება მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ფინიქსი-პორტლენდი 106-120
ლეიერსი-მინესოტა 105-120