გოლდენ სტეიტმა მორიგი მატჩი მოიგო, ფაჩულიას არ უთამაშია
გოლდენ სტეიტმა მორიგი მატჩი მოიგო, ფაჩულიას არ უთამაშია

დღეს დილით, NBA-ს რეგულარული სეზონის ექვსი შეხვედრა გაიმართა. 22-ე გამარჯვება მოიპოვა გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. მოქმედმა ჩემპიონმა, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ მიიღო და ანგარიშით 111-104 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ, აღნიშნული დაპირისპირება, ტრავმის გამო გამოტოვა. ანალოგიური მიზეზით გუნდს, ლიდერი სტეფ კარიც ვერ ეხმარება. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ზედიზედ მე-7-ე გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. გოლდენ სტეიტს, კევინ დიურანტმა ულიდერა 28 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით. პორტლენდის რიგებში 39 ქულით, დემიენ ლილიარდი გამოირჩა.

„უორიორზის“ უშუალო კონკურენტმა დასავლეთ კონფერენციაში, ჰიოსტონ „როკეტსმა“ საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ ნიუ ორლეანს“პელიკანსი“,მაღალ შედეგიან შეხვედრაში, 130-123 დაამარცხა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 26 ქულა და 17 პასი მიითვალა აქტივში. დასავლეთ კონფერენციას ამ ეტაპზე, ჰიუსტონი და გოლდენ სტეიტი ლიდერობენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ოკლაჰომა-შარლოტი 103-116
ჩიკაგო-ბოსტონი 108-85
მემფისი-მაიამი 82-107
კლიპერსი-ტორონტო 96-91