გოლდენ სტეიტმა მოგებათა სერია ჰიუსტონში შეწყვიტა, კლივლენდი საკუთარ მოედანზე კიდევ ერთხელ შერცხვა
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მორიგი მატჩები გაიმართა. ტურში ორი ცენტრალური შეხვედრა შედგა. გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ 4 მატჩიანი წაუგებელი სერია, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, ჰიუსტონ „როკეტსთან“ სტუმრად შეწყვიტა.
დასავლეთ კონფერენციის ლიდერების დაპირისპირებამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. „ტოიოტა ცენტრში“ ჩატარებული მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და მაღალ შედეგიანი გამოდგა.
მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედის შუაში მოქმედმა ჩემპიონმა, 4 ქულით დაწინაურება შესძლო.
„როკეტსმა“ კრის პოლის და ჯეიმს ჰარდენის კარგი თამაში წყალობით, დასკვნითი ხუთი წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ 116-108 გაიმარჯვა. პოლის ანგარიშზე, 33 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. ჰარდენმა, 22 ქულა და 8 პასი მიითვალა აქტივში. გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გააკეთა. „უორიორზის“ შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო კევინ დიურანტი იყო.
წაგების მიუხედავად, სტივ კერის გუნდი დასავლეთში ლიდერობას ინარჩუნებს. ჰიუსტონი კონკურენტს ხუთი მოგებით ჩამორჩება, თუმცა სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული
მორიგი მტკივნეული მარცხი განიცადა, ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, კლივლენდ კავალიერსმა. მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა საკუთარ „ქიქენ ლოანს არენაზე“ ოკლაჰომა „სითი თანდერს“ უმასპინძლა და 124-148 განადგურდა. სეზონის ყველაზე მაღალ შედეგიან შეხვედრაში, სტუმრები საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ კომფორტულ უპირატესობას. უესტბრუკი- ენტონი- ჯორჯის ტრიო შეუჩერებელი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ „ოკეისი“ 16 ქულას იგებდა. მეორე ნახევარში, „კავალიერსმა“ რამდენჯერმე სცადა მეტოქესთან მიახლოვება, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ, ეს ვერ მოახერხა.
მატჩის დასკვნითი წუთები, სრული ფორმალობა იყო. „სითი თანდერში“ 36 ქულა, პოლ ჯორჯმა გააკეთა, კარმელო ენტონის მონაგარი, 29 ქულა და 10 მოხსნაა, ხოლო რასელ უეტბრუკმა 23 ქულა, 20 პასი და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
კავალიერსის რიგებში, 24 ქულით აიზია ტომასი გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსს, 18 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „მეფეს“ სულ რაღაც 7 ქულა სჭირდება, იმისათვის, რომ NBA-ს ისტორიაში, მეშვდე კალათბურთელი გახდეს, რომელიც 30 000 ათას ქულას მოაგროვებს. ამ მაჩვენებლით, ლებრონი იქნება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც აღნიშნულ შედეგს დააფიქსირებს.