გოლდენ სტეიტმა ძირითადი ცენტრი დაკარგა
გოლდენ სტეიტმა ძირითადი ცენტრი დაკარგა

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ხუთი-ექვსი თვით დაკარგა სასტარტო ცენტრი დემიან ჯონსი.

კალათბურთელმა „დეტროიტთან“ მატჩში მკერდის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც საოპერაციო შეიქმნა.

ჯონსი ამ სეზონში 24-დან 22 მატჩში გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში. ის თამაშიდან 71.6 პროცენტის სიზუსტით ისვრის და საშუალოდ, 5.4 ქულას, 3.1 მოხსნას, 1.2 შედეგიან გადაცემასა და 1.0 დაფარებას აგროვებს.