„გოლდენ სტეიტმა“ დონჩიჩი გააჩერა და დასავლეთის ფინალი მოგებით დაიწყო - NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტმა“ დონჩიჩი გააჩერა და დასავლეთის ფინალი მოგებით დაიწყო - NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეცამეტედ დაიწყო პლეი ოფის სერია საშინაო მოგებით.

* „გოლდენ სტეიტმა“ ყველა პარამეტრით აჯობა მეტოქეს. მაგალითად, მოხსნებში მოუგო 58:45, მხოლოდ 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთებინა „დალასს“ და სამქულიანების 23 პროცენტი ჩააგდებინა.

* „გოლდენ სტეიტის“ სასტარტოს ხუთივე წევრმა მინიმუმ 10 ქულა დააგროვა.

* ლუკა დონჩიჩს ენდრიუ უიგინსი მეურვეობდა. მატჩში ყველაზე მაღალი სარგებლიანობა უიგინსს ჰქონდა – +28, ყველაზე დაბალი – დონჩიჩს (-30).

* სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა მესამე მეოთხედში 20 ქულა დააგროვეს.

* დონჩიჩმა 20 ქულა დააგროვა და სეზონში პირველად წააგო პირადი დუელი კარისთან. რეგულარულში გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ლუკა სტეფზე შედეგიანი იყო: 26-14, 25-18, 34-27 და 41-21.

 

გოლდენ სტეიტი-დალასი      112:87

28:18, 26:27, 34:24, 24:18

გ-ს: კარი (21+11 მოხსნა), პული (21), უიგინსი (19), ტომპსონი (15), გრინი(10+9 მოხსნა), ლუნი (10).

: დონჩიჩი (20+7 მოხსნა), დინუიდი (17), ბრანსონი (14), ბულოკი (12).

სერია: 1-0

დატოვე კომენტარი