„გოლდენ სტეიტმა“ ანგარიშით 36:8 მოიგო ბოლო მეოთხედი და „კლივლენდი“ დაამარცხა, კარიმ 40 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტმა“ ანგარიშით 36:8 მოიგო ბოლო მეოთხედი და „კლივლენდი“ დაამარცხა, კარიმ 40 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს. რეგულარულის ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „კლივლენდი“ დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულას აგებდა. ბოლო 12-წუთეული „მეომრებმა“ 28 ქულით მოიგეს – 36:8.

სტეფ კარიმ ზედიზედ მეორე მატჩში ჩააგდო ცხრა სამქულიანი. მას სეზონზე ასეთი ოთხი შეხვედრა დაუგროვდა, ლიგის დანარჩენ მოთამაშეებს – ერთი. ჯამში, კარის ანგარიშზე 40 ქულა (15/27 – თამაშიდან, 9/16 – სამქულიანები), ოთხი მოხსნა, ექვსი შედეგიანი პასი და ორი ჩაჭრა მოდის.

„გოლდენ სტეიტი“ 13 მოგებითა და ორი წაგებით ლიდერობს დასავლეთ კონფერენციასა და მთლიანად რეგულარულს.

 

კლივლენდი-გოლდენ სტეიტი          89:104 (29:27, 25:24, 27:17, 8:36)

: გარლანდი (25), უეიდი (17+9 მოხსნა), ლავი (17+7 მოხსნა), რუბიო (10), ოკორო (10+7 მოხსნა), დევისი (7+14 მოხსნა).

გ-ს: კარი (40+6 პასი), ბიელიცა (14), უიგინსი (12), ლი (11), გრინი (4+14 პასი).