გოლდენ სტეიტის რთული გამარჯვება - ბოსტონის წარუმატებელი სერია [ვიდეო]
გოლდენ სტეიტის რთული გამარჯვება - ბოსტონის წარუმატებელი სერია [ვიდეო]

შვიდი მატჩი გაიმართა, დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. დრამატული გამოდგა, გოლდენ სტეიტის და საკრამენტოს შეხვედრა. თამაში ბოლო წამებამდე დაძაბული იყო. მასპინძლებს მატჩის დასრულებამდე, 5 წამით ადრე, კლეი ტომპსონმა მოაგებინა, რომელმაც, თავისივე აცილებულ საშუალო ტყორცნას დაამატა. სტუმრებმა, საპასუხო შეტევა მოასწრეს, თუმცა, ბადი ჰილდს, სიზუსტემ უმტყუნა და მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება დაფიქსირდა 117-116. „უორიორზს“ კვლავ კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა: 44 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი. კლეი ტომპსონის ანგარიშზე, 31 ქულაა. გოლდენ სტეიტმა დასავლეთ კონფერენციაში, ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ოკლენდელებს, მემფისთან და პორტლენდთან შედარებით, სამი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

ბოლო პერიოდში, ცუდ ფორმაშია ბოსტონ „სელტიქს“ ბრედ სტივენსის გუნდმა, გასული ექვსი მატჩიდან, მხოლოდ ერთის მოგება შესძლო. ბოსტონელები, ამჯერად, დალასში, დამარცხდნენ, სადაც თამაში, „სელტიქსს“ ყოველთვის უჭირს. „ემერიქან აირლაინ არენაზე“ კელტებს უკანასკნელი ცხრა თამაშიდან, მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული. მათთვის, ეს უსიამოვნო ტრადიცია, არც ამჯერად დარღვეულა. „მავერიქსმა“ 113-104 მოიგო და პლეი-ოფის ზონას, კიდევ უფრო მიუახლოვდა. ბოსტონ „სელტიქსი“ კი, რომელიც აღმოსავლეთის ერთერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მილუოკი-სან ანტონიო 135-129
კლივლენდი-ჰიუსტონი 117-108
მინესოტა-ჩიკაგო 111-96
ოკლაჰომა-დენვერი 98-105
ვაშინგტონი-ნიუ ორლეანსი 124-114