"გოლდენ სტეიტის" იოლი გამარჯვება "მემფისთან"
"გოლდენ სტეიტის" იოლი გამარჯვება "მემფისთან"

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 12 შეხვედრა გაიმართა. “ორაკლ არენაზე” მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “მემფის გრიზლის” უმასპინძლა და მეტოქეს 13 ქულის სხვაობით 97-84 სძლია. მატჩში კვლავ არ მიუღიათ მონაწილეობა სტეფ კარის, ზაზა ფაჩულიას, დრეიმონდ გრინსა და ანდრე იგუადალას. მიუხედავად ამისა ჩემპიონებს მემფისელთა დამარცხება არ გასჭირვებიათ. მოედანზე საუკეთესო 29 ქულით კლეი ტომპსონი გამოდგა. კევინ დიურანტის ანგარიშზე 22 ქულაა. “მემფისის” რიგებში 21 ქულით მარკ გასოლი გამოირჩა.

შარლოტი – ტორონტო 111-129
ატლანტა – ინდიანა 95-105
ბოსტონმა – მაიამი 89-90
ბრუკლინი – საკრამენტო 99-104
ჩიკაგო – ორლანდო 112-94
ჰიუსტონი – ლეიკერსი 116-122
ოკლაჰომა – იუტა 107-79
დალასი – დეტროიტი 110-93
დენვერი – მინესოტა 104-112
პორტლენდი – სან ანტონიო 91-93
კლიპერსი – ფინიქსი 108-95