“გოლდენ სტეიტის” დამაჯერებელი გამარჯვება “დალასთან”

13:45, 09.02.2018

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მოქმედმა ჩემოიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” საკუთარ “ორაკლ არენაზე” “დალას მავერიკსს” უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებლად 121-103 მოუგო.

ზაზა ფაჩულიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არასრულ 13 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

სტივ კერის გუნდში საუკეთესო 24 ქულით კევინ დიურანტი გამოდგა.

სტუმართა რიგებში კი ყველაზე მეტი 22 ქულა დენის სმიტმა დააგროვა.

ორლანდო – ატლანტა 100-98
ტორონტო – ნიუ იორკი 113-88
ვაშინგტონი – ბოსტონი 104-110
პორტლენდი – შარლოტი 109-103
ლეიკერსი ოკლაჰომა 106-81

მსგავსი