გოლდენ სტეიტი ტორონტოსთან შერცხვა, ბოსტონმა ოვერტაიმში მოიგო
გოლდენ სტეიტი ტორონტოსთან შერცხვა, ბოსტონმა ოვერტაიმში მოიგო

თერთმეტი მატჩი ჩატარდა „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ რეგულარულ სეზონში. ცენტრალური მატჩი, „ორეკლ არენაზე“ შედგა, სადაც გოლდენ სტეიტ „ვორიორზმა“ ტორონტო „რეპტორზს“ უმასპინძლა. კონფერენციების ლიდერების დაპირისპირებაში ინტრიგა პირველი ტაიმის შემდეგ აღარ იყო. დიდ შესვენებაზე სტუმრები 16 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. კავაი ლეონერდის გარეშე მოთამაშე „რეპტორზმა“ არც მატჩის მეორე ნახევარში მისცა მეტოქეს თამაშის შემოტრიალების საშუალება. კანადურმა კლუბმა საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით, 113-93 გაიარჯვა და აღმოსავლეთში კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ტორონტოს, 23 ქულით და 12 პასით, კაილ ლაურიმ ულიდერა. 20 ქულა და 12 მოხსნა სერჟ იბაკას მონაგარია. მოქმედი ჩემპიონის რიგებში კი საუკეთესო კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. უჩვეულოდ დაბალშედეგიანი თამაში ჰქონდა სტეფ კარის. უკანახაზელმა 32 წუთში მხოლოდ 10 ქულის გაკეთება შესძლო. ამ წაგების შემდეგ „ვორიოზმა“ დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა კვლავ დაკარგა. პირველზე დენვერ „ნაგეტსი“ გადავიდა.

გარკვეული ჩავარდნის შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში შევიდა, ბოსტონ „სელტიქსი“. ბრედ სტივენსის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო. „კელტებმა“ ამჯერად ვაშინგტონ „ვიზარდსი“ სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხეს. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კაირი ირვინგი გახდა. ბოსტონელთა ლიდერმა 38 ქულა მოაგროვა და გადამწყვეტ მომენტებში სწორედ მისი ზუსტი სამქულიანებით გატეხა „სელტიქსმა“ მოწინააღმდეგე. დედაქალაქურ კლუბში ჯონ ვოლი იყო საუკეთესო – 34 ქულით, 13 პასით და 6 მოხსნით. ბოსტონი, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში, აუტსაიდერი ატლანტა “ჰოქსის” დამარცხებას შეეცდება.

დეტროიტ „პისტონსმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო. მიჩიგანელებმა, ამჯერად, შარლოტ „ჰორნეტსის“ წინააღმდეგ განიცადეს მარცხი ბოლო წამებზე, ანგარიშით 107-108. ზაზა ფაჩულიას მონაგარმა ამ შეხვედრაში 4 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა. გამარჯვებულთა შორის კემბა უოქერმა სამმაგი დუბლის ზღავრზე ითამაშა – 31 ქულა, 9 პასი 8 მოხსნა. დეტროიტი 7-ე ადგილამდე დაქვეითდა. დუეინ კეისის გუნდი მომდევნო მატჩს საკუთარ დარბაზში, ბოსტონ „სელტიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.