„გოლდენ სტეიტი“ აშშ-ში ყველაზე საძულველი გუნდია
„გოლდენ სტეიტი“ აშშ-ში ყველაზე საძულველი გუნდია

NBA-ის ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ ყველაზე საძულველი გუნდია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეროვნულ საკალათბურთო კლუბებს შორის, – წერს გაზეთი „სან-ფრანცისკო ქრონიკლი“ (San Francisco Chronicle).

ანალიტიკურმა ვებგვერდმა „ზიკოუდ სისტემმა“ (ZCodeSystem) ჩაატარა გამოკითხვა ამერიკის ყველა შტატში. მკითხველებს უნდა შეევსოთ კითხვარი და დაესახელებინათ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად სძულთ. „გოლდენ სტეიტმა“ პირველი ადგილი დაიკავა 26 შტატში. მეორე ადგილზე გავიდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“, რომელიც 19 შტატში ყოფილა ყველაზე საძულველი გუნდი.

აღვნიშნავთ, რომ „უორიორზს“ საკუთარ შტატშიც ყველაზე მეტად ვერ იტანენ.

ილინოისშიც „უორიორზი“ გამოდგა ყველაზე საძულველი, მიუხედავად იმისა, რომ „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი „ჩიკაგო ბულზში“ თამაშობდა.