გოლდენ სტეიტი აღარ აგებს, დეტროიტის ზედიზედ მეხუთე მარცხი (ვიდეო)
გოლდენ სტეიტი აღარ აგებს, დეტროიტის ზედიზედ მეხუთე მარცხი (ვიდეო)

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი ფორმაში შევიდა. სტეფ კარის დაბრუნების შემდეგ, ოკლენდელებმა საკუთარი თამაში დაიბრუნეს და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს. „უორიორზი“ ვერც მინესოტა „ტიმბერვულვზმა“ შეაჩერა. სტეფ კარიმ 38 ქულა ჩააგდო. გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

საშინელ ფორმაშია დეტროიტი. „პისტონზმა“ ბლეიკ გრიფინის გარეშე ითამაშა და ფილადელფიაში 102-116 წააგო. ეს მარცხი მიჩეგანური კლუბისთვის ზედიზედ მეხუთე გამოდგა. დუეინ კეისის გუნდი აღმოსავლეთში მეექვსე ადგილზეა. ფაჩულიამ „სიქსერსის“ წინააღმდეგ 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გააკეთა.

შესანაშნავად ათამაშდა ბოსტონი. „სელტიქსმა“ საკუთარ „თი დი გარდენში“ ნიუ ორლინს „პელიკანსი“ 113-100 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოსოტნელებმა კაირი ირვინგის, გორდონ ჰეივორდის და ალ ჰორფორდის გარეშე ითამაშეს. „სელტიქსი“ წარმატებული სერიის გაგრძელებას ვაშინგტონში, ადგილობრივი „ვიზარდსის“ წინააღმდეგ შეეცდება.