„გოლდენ სტეიტი“ 3:0 დაწინაურდა და სუპერფინალს მიუახლოვდა – NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, მესამე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
DALLAS, TEXAS - MAY 22: Stephen Curry #30 of the Golden State Warriors drives past Luka Doncic #77 of the Dallas Mavericks during the third quarter in Game Three of the 2022 NBA Playoffs Western Conference Finals at American Airlines Center on May 22, 2022 in Dallas, Texas. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Tom Pennington/Getty Images)
ფაქტები
* მატჩში 11-ჯერ შეიცვალა ლიდერი, ოღონდ ეს პირველ ტაიმში ხდებოდა. „გოლდენ სტეიტი“ მეორე მეოთხედის ბოლოს გავიდა წინ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. „მეომრების“ მაქსიმალური ლიდერობა 14 ქულას უდრიდა.
* „გოლდენ სტეიტმა“ მოხსნებში მეტოქეს 47:33 მოუგო, შედეგიან გადაცემებში – 28:18.
* „დალასმა“ თამაშიდან მხოლოდ 40 პროცენტი ჩააგდო.
* „დალასმა“ მატჩში პირველი შვიდი სამქულიანი ააცილა, სულ კი 45-დან მხოლოდ 13 შორეული ტყორცნა ჩააგდო. „მავერიქსში“ სამქულიანების სპეციალისტებმა რეჯი ბალოკმა და მაქსი კლებერმა 12-დან ყველა სამქულიანი ააცილეს.
* NBA-ის ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა პლეი ოფის სერია წაეგოს გუნდს 3:0 დაწინაურების შემდეგ.
* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ 26-ე სერიაში მოიგო მინიმუმ ერთი გასვლითი მატჩი.
დალასი-გოლდენ სტეიტი 100:109
22:25, 25:23, 21:30, 32:31
დ: დონჩიჩი (40+11 მოხსნა), დინუიდი (26), ბრანსონი (20).
გ-ს: კარი (31+11 პასი), უიგინსი (27+11 მოხსნა), ტომპსონი (19+7 მოხსნა), გრინი (10), პული (10), ლუნი (9+12 მოხსნა).
სერია: 0-3