Golden Boy-ის წოდება პედრიმ დაიმსახურა #1TVSPORT
Golden Boy-ის წოდება პედრიმ დაიმსახურა #1TVSPORT

Golden Boy 2021 წლის ლაურეტი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი პედრი გახდა.

ეს პრესტიჟული ჯილდო ევროპის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია კი 21 დეკემბერს ტურინში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარშან Golden Boy ნორვეგიელ ერლინ ჰალანდს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ წელს Golden Boy-ის სიაში იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც თავიდან კარგი შედეგები ჰქონდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 40 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

დატოვე კომენტარი