Golden Boy-ის პრემია ჟოაო ფელიქსმა მოიგო
Golden Boy-ის პრემია ჟოაო ფელიქსმა მოიგო

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი ჟოაო ფელიქსი პრემია Golden Boy 2019-ის მფლობელი გახდა.

ამ ჯილდოს იტალიური გაზეთი Tuttosport ყოველ წელს გადასცემს ევროპის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს. გამარჯვებული სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.

20 წლის პორტუგალიელმა 332 ხმა მიიღო. მან გაუსწრო ინგლისელ გარემარბს ჯეიდონ სანჩოს (175 ქულა) „დორტმუნდიდან“ და გერმანელ ნახევარმცველს კაი ჰავერცს (75) „ლევერკუზენიდან“.

ფელიქსი ზაფხულში „ბენფიკადან“ „ატლეტიკოში“ 126 მილიონ ევროდ გადავიდა. მადრიდულ კლუბში ჩატარებულ 13 მატჩში მან სამი გოლი გაიტანა.