GOLDEN BOY-ის ნომინაციაზე 20 ფეხბურთელი დარჩა #1TVSPORT
GOLDEN BOY-ის ნომინაციაზე 20 ფეხბურთელი დარჩა #1TVSPORT

ცნობილია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაგან ერთი GOLDEN BOY 2021-ის ნომინაციაზე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრესტიჟულ ჯილდოს დაიმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ კონტინეტის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაში „რუბინის“ ქართველი ლეგიონერიც იყო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია გაცხრილვის შემედ, 40-კაციან სიაში ვერ მოხვდა.

GOLDEN BOY – ის ნომინანტები

ქარიმ დავიდ ადეიემი (ზალცბურგი)
ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
ედუარდო კამავინგა (რეალი)
შარლ დე კეტელარე (ბრიუგე)
გავი (ბარსელონა)
ბრაიან ხილი (ტოტენჰემი)
რაიან გრავენბერხი (აიაქსი)
მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
დანიელ მალდინი (მალდინი)
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
პედრი (ბარსელონა)
რობერტო პიკოლი (ატალანტა)
იერემი ხესუს პინო (ვილიარეალი)
ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
როდრიგო (რეალი)
ბუკაიო საკა (არსენალი)
ვილიამ სალიბა (მარსელი)
იურიენ ტიმბერი (აიაქსი)
ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

გასულ წელს GOLDEN BOY – ის გამარჯვებული „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი ერლინგ ჰალანდი გახდა.