Golden Boy-ფინალისტები ცნობილია #1TVSPORT
Golden Boy-ფინალისტები ცნობილია #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გამოაქვეყნა საფეხბურთო პრემია Golden Boy-ის ფინალისტთა სია. პრიზი, რომლის მფლობელსაც ნოემბერში 50 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, წლის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა.

ფინალისტთა სია ასე გამოიყურება:

პაუ კუბარსი (ბარსელონა, ესპანეთი), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), დინ ჰუისენი (რეალი, ესპანეთი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი, თურქეთი), მაილს ლუის-სკელი (არსენალი, ინგლისი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), არდა გიულერი (რეალი, თურქეთი), ფრანკო მასტანტუონო (რეალი, არგენტინა), ეტან ნვანერი (არსენალი, ინგლისი), იორელ ჰატო (ჩელსი, ნიდერლანდები), ჯოვანი კენდა (სპორტინგი, პორტუგალია), ესტევაო (ჩელსი, ბრაზილია), ლენი იორო (მანჩესტერ იუნაიტედი, საფრანგეთი), სენი მაიულუ (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნიკო ო’რაილი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ელიეს ბენ სეგირი (ლევერკუზენი, მაროკო), ვიქტორ ფროჰოლდტი (პორტუ, დანია), ლუკას ბერგვალი (ტოტენჰემი, შვედეთი), არჩი გრეი (ტოტენჰემი, ინგლისი), მამადუ სარი (სტრასბური, საფრანგეთი), ჯობ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი), ფრანჩესკო პიო ესპოზიტო (ინტერი, იტალია), როდრიგო მორა (პორტუ, პორტუგალია), ჯოვანი ლეონი (ლივერპული, იტალია), ალექსანდარ სტანკოვიჩი (ბრიუგე, სერბეთი).

25 ფინალისტი 13 ქვეყანას წარმოადგენს. ყველაზე მეტი ფეხბურთელი საფრანგეთსა და ინგლისს ჰყავთ – ხუთ-ხუთი. ორ-ორი ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი ესპანეთი, იტალია, თურქეთი და პორტუგალია. ჩემპიონატებს შორის ლიდერობს პრემიერლიგა, რომელსაც ცხრა კანდიდატი ჰყავს, ხოლო კლუბებს შორის ლიდერები არიან „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ – სამ-სამი ფეხბურთელი.

25 ფინალისტის ჯამური სატრანსფერო ღირებულება მილიარდ ევროს აჭარბებს – 1 256 600 000 ევრო.