გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით სირია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით სირია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

სირია გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ინფორმაციას ფრანგული მედია გაერო-ში სირიის მისიის წარმომადგენლის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა ჯერჯერობით არ დანიშნულა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 25 მარტს ოფიციალურად აღიარა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი, რასაც სირიაში მწვავე რეაქცია მოყვა.