გოგუა ყაზახეთიდან „დილაში“ დაბრუნდა
გოგუა ყაზახეთიდან „დილაში“ დაბრუნდა

გოგიტა გოგუა კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. 34 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლოს პეტროავლოვსკის „ყიზილ-ჟარაში“ თამაშობდა, მაგრამ ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდიდან მცირე ხნის წინ წამოვიდა.

როგორც გაირკვა, გოგუამ „ყიზილ-ჟარასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და რადგან სხვა რეალური ვარიანტი არ გამოჩნდა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

თავის 19-წლიან კარიერაში გოგუამ საქართველოს, რუსეთისა და ყაზახეთის 15 კლუბში ითამაშა, გორის „დილაში“ კი 2012-2013 და 2015 წლებში თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გოგიტა გოგუამ 27 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.