გოგონები ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან - ბაჯელიძის გუნდი ბელარუსებს დაუპირისპირდება
გოგონები ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან - ბაჯელიძის გუნდი ბელარუსებს დაუპირისპირდება

საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 15 თებერვლიდან შეიკრიბა და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ბაჯელიძის გუნდი ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ჩვენი გოგონები 22 თებერვალს ჩაატარებენ. საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდელთა მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს გაიმართება.

ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე გამოძახებული ჰყავს:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია („ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია („ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი („თბილისი“), ქეთევან ცაავა („მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე („ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა („თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია („ნიკე“, თბილისი), მაიკო ბებია („ნიკე“, თბილისი), ანა წულაია („კოლხეთი“, ხობი). სალომე თოდუა („კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე („თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე“, თბილისი),;

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია („ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე“, თბილისი), მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი“).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები ჰოლანდია, შვედეთი და ლატვია იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად მოიპოვეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება.