გოგონათა შორის პირველი სამოყვარულო ჩემპიონატი „ვაკემ“ მოიგო #1TVSPORT
გოგონათა შორის პირველი სამოყვარულო ჩემპიონატი „ვაკემ“ მოიგო #1TVSPORT

„ვაკე“ გოგონათა შორის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია – ფინალური მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.

„WPS ვაკე“ აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდა. მას გოგონათა სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული „მარტვილი“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ტურნირის გამარჯვებულსა და მეორე ადგილოსან გუნდებს მედლები და თასი ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ გადასცეს.

ტურნირი საპილოტე რეჟიმში წელს პირველად, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა, მასში 14 გუნდი მონაწილეობდა და ერთი თვე მიმდინარეობდა.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2023 წლიდან ჩემპიონატის რეგულარული სახით გამართვა და მონაწილე გუნდების გაზრდა იგეგმება.