გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

„ემპოლი“, სადაც საბა გოგლიჩიძე თამაშობს, იტალიის თასის მეოთხედფინალში, ტურინში „იუვენტუსს“ ესტუმრა და პენალტების სერიაში დაამარცხა – 4:2 (ძირითადი დრო 1:1).

საქართველოს ნაკრების მცველს თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, მაგრამ 46-ე წუთზე არდიან ისმაილი დაშავდა და სტუმართა ტრავმირებული კაპიტანი შეცვალა.

ანგარიში 24-ე წუთზე „ემპოლიმ“ გახსნა – სტუმართა შეტევა მაროკოელმა ნახევარმცველმა, იუსეფ მალეჰიმ დააგვირგვინა. 66-ე წუთზე „იუვენტუსმა“ კეპრენ ტურამის გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.

ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც „ემპოლიმ“ 4:2 მოიგო და იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.