გოგლიჩიძის „ემპოლი“ წლის ბოლო მატჩში „ჯენოასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგლიჩიძის „ემპოლი“ წლის ბოლო მატჩში „ჯენოასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A -ს მორიგ მატჩში „ჯენოას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2.

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში გოგლიჩიძე (რომელიც სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს) მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და შესვენებამდე უგოლო ფრე დაფიქსირდა. „ჯენოამ“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და 52-ე წუთზე ბადელის გოლით დაწინაურდა. ორ წუთში „ემპოლის“ წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ ესპოზიტომ პენალტი ვერ გაიტანა, 68-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა ეკუბანმა ორამდე გაზარდა.

71-ე წუთზე „ემპოლის“ მწვრთნელმა გოგლიჩიძის ნაცვლად მოედანზე დე შილიო შეიყვანა. 74-ე წუთზე ესპოზიტომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ქართველის გუნდმა შეხვედრა ვეღარ გადაარჩინა და 2024 წელი 19 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.