გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა - საბამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა - საბამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის სერია A-ში „ინტერს“ ესტუმრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი „ემპოლის“ განაცხადში იყო, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა მწვრთნელმა მაინც ათამაშა და მოედანზე 66-ე წუთზე შეუშვა.

მილანელებმა „ემპოლის“ პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს და შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.

მეტოქის წინააღმდეგობა „ინტერმა“ მეორე ნახევარში გატეხა. მილანელები 55-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის შესანიშნავი გოლით დაწინაურდნენ. 79-ე წუთზე კი ნიდერლანდელმა დენზელ დუმფრისმა გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მართალია, სებასტიანო ესპოზიტომ (84) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მარკუს ტურამმა (89) „ინტერის“ ორბურთიანი სხვაობა მაინც აღადგინა – 3:1.

საბოლოოდ, „ინტერმა“ მოიგო, 21 ტურის შემდეგ 47 ქულა დააგროვა და „ნაპოლისთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა – გამოტოვებული ერთი მატჩის მოგებით კი ნეაპოლელებს დაეწევა.