გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ ძირითადში ითამაშა - „შტურმში“ კიტეიშვილმა გაიტანა #1TVSORT
საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ სერია A-ში „კალიარის“ უმაპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა სამმატჩიანი უთამაშებლობის შემდეგ „უდინეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
„კალიარი“ 25-ე წუთზე დაწინაურდა – შეტევა სტუმართა თავდამსხმელმა ჯენარო ბორელიმ დააგვირგვინა. ეს გოლი ამ მატჩში ერთდერთი აღმოჩნდა და „კალიარიმ“ სამი ქულა მოიპოვა.
ყაზახეთის პრემიერლიგის შეხვედრაში გიორგი ზარია „ქაირათის“ შემადგენლობაში, „ჟეტისუსთან“ საშინაო დაპირისპირებაში, 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 90-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა – მიმდინარე სეზონში ზარომ ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. ალმათელებმა 5:0 მოიგეს და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 55 ქულა დააგროვეს, კონკურენტ „ასტანას“ ორი ქულით ასწრებენ და პირველ ადგილზე არიან.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ალტახს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.