გოგლიჩიძემ „მილანთან“ ითამაშა - „ემპოლი“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის სერია A-ში „მილანს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მცველი წინა ტურში „უდინეზესთან“ დაშავდა. თუმცა, საბედნიეროდ, საბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიში უსაფუძვლო გამოდგა – „მილანის“ წინააღმდეგ კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა, ხოლო საბა საზონოვი ტრავმის გამო ჯერ კიდევ მკურნალობს.
„როსონიერი“ მე-19 წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა. 44-ე წუთზე მასპინძლებმა ტიჯანი რაინდერსის ზუსტი დარტყმით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, რომელმაც 69-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
14 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 16 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ტურის მატჩს პირველ დეკემბერს სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.