გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა - „ემპოლიმ“ „ბოლონიასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რომელმაც იტალიის სერია A-ში ლიდერთა ჯგუფში მყოფ „ბოლონიას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
20 წლის ქართველმა მცველმა „ემპოლიში“ ადგილი დაიმკვიდრა. ამის ფონზე მოულოდნელი იყო, წინა შეხვედრაში გუნდის მწვრთნელმა იტალიის ჩემპიონ „ინტერთან“ სათადარიგოთა შორის რომ დატოვა და მხოლოდ 25 წუთი ათამაშა.
„ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში კი საბამ 90 წუთი ითამაშა. „ემპოლი“ 24-ე წუთზე ლორენცო კოლომბოს გოლით დაწინაურდა. „ბოლონიამ“ შესვენებამდე ერთი წუთი ადრე ბენჟამინ დომინგესის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ასევე დასრულდა – 1:1.
„ემპოლიმ“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეშვიდე მატჩი ვერ მოიგო, 21 ქულა დააგროვა, მე-14 ადგილზე დაქვეითდა და აუსტაიდერთა ზონას მიუახლოვდა.