გოგიტა არქანიამ ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა | კარატე [ვიდეო]

12-14 ოქტომბერს კარატეში „პრემიერლიგის“ მორიგი ეტაპი ტოკიოში გაიმართა, რომელზეც სპორტსმენებმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო ქულები დააგროვეს.

საქართველო ტურნირზე ხუთ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.  ყველაზე პრესტიჟულ, +84 კგ. წონით კატეგორიაში, გოგიტა არქანია ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ხუთი მეტოქე დაამარცხა და მასპინძელ ჰიდეიოში კაგავას დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, არქანია მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან დამარცხდა, თუმცა თუკი ის მომდევნო ტურნირზე საუკეთესო ექვსეულში შევა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.