გოგა ხაინდრავა - სამი წლის განმავლობაში სასამართლოში მხოლოდ იმის გამო დავდიოდი, რომ საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, ვინ არის ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა - სამი წლის განმავლობაში სასამართლოში მხოლოდ იმის გამო დავდიოდი, რომ საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, ვინ არის ეკა გიგაური

თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ და ეს დაადასტურა სასამართლომ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რომელმაც მის წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, რას წარმოადგენს ეკა გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში, ამ სამი წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ჩადიოდნენ და რას ჩადიან დღეს. სხვა არანაირი აზრი ჩემთვის აქ სიარულს არ ჰქონდა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ და ეს დაადასტურა სასამართლომ. ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ იცოდა“, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინრდავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად​​ და აზრის გამოხატვად.