გოგა ჯაჯვანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - ძალოსანმა საქართველოს რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
გოგა ჯაჯვანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - ძალოსანმა საქართველოს რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გოგა ჯაჯვანმა (94კგ) ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 167 კგ-ით ოქროს მედალი დაიმსახურა. ჯაჯვანმა აკვრაში 200 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 367 კილოგრამით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიიღო.

ჯაჯვანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში თავისივე მაჩვენებელი ერთი კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდში – 4 კილოგრამით.

ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ლუკა სილაგაძემ – მან ორჭიდის ჯამში 341 კილოგრამს მოუყარა თავი და მეექვსე ადგილზე გავიდა.