გოგა ბითაძის სახალისო პერფორმანსი და გამხიარულებული ამერიკელი გულშემატკივარი (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) გულშემატკივრებს სხვადასხვა სახალისო შოუთი და პერფორმანსით ხშირად ანებივრებს.
ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენის მონაწილე და გამარჯვებული „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ლეგიონერი, გოგა ბითაძე გახდა.
შოუს მონაწილე კალათბურთელებმა მაყურებლებისთვის პოპულარული ჰიტები შეასრულეს.
ცნობილი კომპიუტერული თამაშის მთავარი გმირის, „სუპერ მარიოს“ ფორმაში გამოწყობილმა გოგამ კრისტინა აგილერას სიმღერა Genie In a Bottle შეასრულა, მაყურებლების განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და ვოკალური კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.
Those are award-winning moves… 😂 Goga took home the rookie show title with this performance. 🏆 #PacersFanJam pic.twitter.com/vDdIBAFK7i
— Indiana Pacers (@Pacers) 13 October 2019