გოგა ბითაძის „ორლანდოსა“ და „დეტროიტის“ სერიაში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის მეორე შეხვედრა სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა და 83:98 დამარცხდა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 21 წუთი დაუთმო – ბითაძის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ ჯეილენ საგსი 19 ქულით.
შედეგად, პლეიოფის პირველ რაუნდში, „ორლანდოსა“ და „დეტროიტს“ შორის სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. მესამე მატჩი 25 აპრილს „ორლანდოს“ დარბაზში ჩატარდება.