გოგა ბითაძის „ორლანდომ“ პლეიოფის პირველ მატჩში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ პლეიოფის პირველ მატჩში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი დაამარცხა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის პირველი შეხვედრა სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა და 112:101 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 11 წუთი დაუთმო – ბითაძის ანგარიშზე 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ პაოლო ბანკერო 23 ქულით.

შედეგად, პლეიოფში მერვე განთესვის მქონე „ორლანდომ“ აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის პირველადგილოსანთან სერიაში ანგარიში გახსნა. შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელიც ოთხ მატჩს მოიგებს – მომდევნო შეხვედრა გუნდებს შორის კვლავ დეტროიტში 23 აპრილს შედგება.