გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ტორონტოსთან“ დამარცხდა, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ - „ოკლაჰომასთან“ #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდა და 102:104 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 16:14 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ შინ „ოკლაჰომასთან“ 132:146 წააგო. ქართველმა ლიმიტირებული დრო, 2 წუთი მიიღო, ხოლო ანგარიშზე 5 ქულა ჩაიწერა. ტეხასური გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.