გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს პლეიოფის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიინის შეხვედრაში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „შარლოტ ჰორნეტსი“ 121:90 დაამარცხა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის ბოლო, მერვე განთესვისთვის მატჩში „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გოგა ბითაძეს 15 წუთი გამოუყო. ამ დროში საქართველოს ნაკრების მოთამაშემ გუნდს 7 ქულა, 4 დაფარება, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო გამოიყენა.
პლეიოფის პირველ ეტაპზე „ორლანდოს“ მეტოქე რეგულარულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული „დეტროიტ პისტონსი“ იქნება. გუნდებს შორის სერია ოთხ მოგებამდე გაგრძელდება, პირველი მატჩი კი 20 აპრილს დეტროიტში შედგება.