გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ ორლეანსთან“ დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა ცხრა ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. ფლორიდელებმა საკუთარი მოედანზე „ნიო ორლეანს პელიკანსი“ მიიღეს და 92:104 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძემ 5 დან 4 სროლა გამოიყენა (80%).
მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები გერმანელი ძმები ვაგნერები იყვნენ. ფრანცმა 19 ქულა დააგროვა, ხოლო მორიცმა – 16.
„ორლანდოსთვის“ პრე-სეზონზე ეს მესამე თამაში იყო, გუნდმა წინა ორში გაიმარჯვა. „მეჯიქმა“ სტუმრად „ნიუ ორლეანსს“ – 122:105, ხოლო „კლივლენდს“ 108:105 სძლია.
რეგულარული სეზონისთვის მზადებას „ორლანდო“ ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ ამხანაგური შეხვედრით 21 ოქტომბერს დაასრულებს. სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 26 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსთან“ ჩაატარებს.