გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დეტროიტთან“ სერიაში დაწინაურდა #1TVSPORT

02:00, 26.04.2026

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის მესამე შეხვედრა საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდთან, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა, 113:105 გაიმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 11 წუთი დაუთმო – ბითაძის ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და ერთი დაფარება იყო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანები პაოლო ბანკერო და დესმონდ ბეინი იყვნენ, ორივე მათგანმა 25 ქულა ჩააგდო.

გუნდებს შორის მეოთხე მატჩი 28 აპრილს კვლავ „ორლანდოს“ დარბაზში ჩატარდება.

მსგავსი