გოგა ბითაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი „ადრიატიკის ლიგაზე“
გოგა ბითაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი „ადრიატიკის ლიგაზე“

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

„ადრიატიკის ლიგაზე“ საქართველოს ნაკრების ცენტრმა, „მტზ-სკოპიესთან“ მოგებულ, პრინციპულ შეხვედრაში 15 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. მისმა „მეგა ბიმაქსმა“ კი, მეტოქე ანგარიშით 106-77 გაანადგურა.

დიდი სხვაობიდან გამომდინარე, თამაშის დასკვნითი წუთები სერბულმა კლუბმა ლიდერების გარეშე ჩაატარა.

18 წლის ბითაძე, შედეგიანობის მხრივ, თანაგუნდელებიდან მხოლოდ ვლატკო ჩანჩარს ჩამორჩა. სლოვენიის ნაკრების კალათბურთელის ანგარიშზე 22 ქულა დაფიქსირდა.

ამ მოგების შემდეგ, „მეგა ბიმაქსმა“ სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზე გადაინაცვლა და თითქმის გაინაღდა მომავალ სეზონში „ადრიატიკის ლიგაზე“ ასპარეზობის უფლება.

მომდევნო ტურში, 4 თებერვალს, დეიან მილოიევიჩის გუნდი ბლეგრადის“ პარტიზანს“ დაუპირისპირდება.