გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი - „ორლანდო“ „მილუოკისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ორლანდო“ მეჯიქი სტუმრად „მილუოკი ბაქსთან“ 109:114 დამარცხდა.
ეს შეხვედრა, რეგულარული სეზონის მატჩთან ერთად, NBA-ის შუასასეზონო ტურნირის მეოთხედფინალიც გახლდათ. აღნიშნული შეჯიბრება ორგანიზაციამ გასულ წელს შემოიღო.
გოგა ბითაძე „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. მან მატჩის პირველ ნახევარში ასევე შესანიშნავი მომენტი შესთავაზა მაყურებელს.
რეგულარულ სეზონში გამართული 27 შეხვედრის შემდეგ „ორლანდოს“ 17 მოგება და 10 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.