გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი და „მეგა ბიმაქსის“ გამარჯვება ბოსნიაში
გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი და „მეგა ბიმაქსის“ გამარჯვება ბოსნიაში

კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, 18 წლის კალათბურთელმა გოგა ბითაძემ. „ადრიატიკის ლიგის“ მე-11-ე ტურში, მისი „მეგა ბიმაქსი“ ბოსნიაში, ადგილობრივ „იგოკეას დაუპირისპირდა და 89-82 გაიმარჯვა.

აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი, საქართველოს ნაკრების ცენტრი გახდა. ბითაძემ, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 26 წუთში: 13 ქულა, 10 მოხსნა , 4 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გოგას, მარგი ქმედების კოეფიციენტმა, 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. „მეგა ბიმაქსს“ 11 ტურის შემდეგ, 4 მოგება და 7 მარცხი აქვს. სერბული გუნდი, ამ ეტაპზე მე-7-ე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში, ზაგრების „ციბონას“ შეხვდება